CSH- მოწვეული ლექტორი

6 დეკემბერი 2018

კავკასიის უნივერსიტეტი (კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა) აცხადებს კონკურსს მოწვეული ლექტორის თანამდებობაზე (7 ვაკანტური ადგილი) შემდეგ დისციპლინებში:

 

  • პათოფსიქოლოგია (ინგლისურენოვანი);
  • კვლევის მონაცემების დამუშავება (კომპიუტერული პროგრამა SPSS) (ინგლისურენოვანი);
  • ფსიქოდიაგნოსტიკის საფუძვლები (ინგლისურენოვანი);
  • იურიდიული ფსიქოლოგია;
  • ფსიქოლინგვისტიკის საფუძვლები;
  • კლასიკური ანთროპოლოგია (ინგლისურენოვანი);
  • ნაციონალიზმის თეორიები (ინგლისურენოვანი).

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • ფსიქოლოგიის / სოციოლოგიის დოქტორი / დოქტორანტი / მაგისტრი / დისციპლინის შესაბამის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით და შესაბამის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი პედაგოგიგური გამოცდილებით.

 

დამატებითი მოთხოვნა კანდიდატებისთვის

 

პიროვნული თვისებები:

 

  • პასუხიმგებლიანი;
  • სამართლიანი;
  • კომუნიკაბელური;
  • გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
  • აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
  • როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.

 

დამატებითი მოთხოვნები:

 

  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

 

  • რეზიუმე (CV);
  • კურს(ებ)ის სილაბუს(ებ)ი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა. ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის  დიპლომის ასლები;
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;

 II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება;

 III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით.

 

  • კონკურსის გამოცხადების თარიღი: 7 დეკემბერი  2018 წ. 
  • საბუთების მიღება: 2018 წლის 7 დეკემბრიდან  - 2018 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით.
  • კონკურსის ჩატარების პერიოდი 2018 წლის დეკემბრის თვე.
  • კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს, ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: hr@cu.edu.ge T: 032 2377777.

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება!