აკადემიური თანამდებობები CSM

16 ნოემბერი 2018

კავკასიის  უნივერსიტეტი (კავკასიის მედიის სკოლა) აცხადებს კონკურსს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ- პროფესორის  თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ  დისციპლინებში:

 

პროფესორი, 9 ვაკანტური ადგილი:

 

  • დოკუმენტური ფილმი
  • მედიის სამართალი
  • საზოგადოებასთან ურთიერთობების სტრატეგია და ტაქტიკა
  • კომუნიკაციის თეორია
  • პოლიტიკური „პიარ“ კამპანიების დაგეგმვა და მართვა
  • კონფლიქტებისა და კრიზისული სიტუაციების გაშუქება

 

ასოცირებული პროფესორი, 7 ვაკანტური ადგილი:

 

  • წერა ჟურნალისთვის/გაზეთისთვის
  • პოლიტიკის გაშუქება
  • ახალი ამბების პროდიუსინგი
  • კულტურის ამბების გაშუქება

 

ასისტენტ-პროფესორი 7 ვაკანტური ადგილი

 

  • მასობრივი კომუნიკაციის თეორია
  • მედია მენეჯმენტი
  • ეკონომიკისა და ბიზნესის გაშუქება
  • მედიის კვლევის მეთოდები

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

პროფესორისთვის

  • პროფესორად 6 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება

 

) ასოცირებული პროფესორისთვის

  • ასოცირებულ პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება

 

) ასისტენტ- პროფესორისთვის

  • ასისტენტ-პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

 

კანდიდატების მიმართ წაყენებული  დამატებითი მოთხოვნა

 

პიროვნული თვისებები :

 

  • პასუხიმგებლიანი
  • დისციპლინირებული
  • გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი
  • აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი
  • დარწმუნების უნარი
  • ინდივიდუალური მიდგომის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • ლოგიკური აზროვნების უნარი
  • როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

 

  • CV-რეზიუმე
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა. ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დიპლომის ასლები
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა (შესაბამის თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად)
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია (შესაბამის თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად)
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში; (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა

 II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება

 III ეტაპი – კონკურსის შეჯამება

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს  გადალახავს წარმატებით.

 

  • საბუთების მიღება: 2018 წლის 2 დეკემბრიდან- 2018 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით
  • კონკურსის ჩატარების პერიოდი 2018 წლის დეკემბრის თვე
  • კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1
  • კონკურსის შედეგების გამოქვეყნების თარიღი: 2018 წლის  15 იანვარი

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს, ელექტრონულ  ფოსტის მისამართზე hr@cu.edu.ge; T: 032  2377777

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება!