CST-მოწვეული ლექტორი

9 იანვარი 2018

 

კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (CST) აცხადებს კონკურსს მოწვეული ლექტორის თანამდებობის დასაკავებლად საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის, ქართულ და ინგლისურენოვანი ჯგუფების შემდეგ დისციპლინებში:

 

  • მონაცემთა ბაზების სისტემები
  • კომპიუტერის არქიტექტურა
  • დისკრეტული მათემატიკა
  • პროგრამირების საფუძვლები
  • კომპიუტერის უსაფრთხოება
  • ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები
  • კომპიუტერული ქსელების უსაფრთხოება
  • .NET ტექნოლოგიები
  • ელექტრონიკა
  • ოპერაციული სისტემები კორპორატიულ გარემოში (LINUX)

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • CV (რეზიუმე) აუცილებლად მიუთითეთ ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია)
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომები, სერთიფიკატები)
  • პირადობის მოწმობის ასლი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დოქტორი / დოქტორანტი / მაგისტრი / მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი შესაბამის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი პედაგოგიგური ან/და პრაქტიკული  გამოცდილებით.

 

პიროვნული თვისებები

  • ქართულ ენაზე მეტყველებისა და წერის მაღალი კულტურა
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • პასუხისმგებლიანობა, კომუნიკაბელურობა
  • საქმისადმი ერთგულება
  • მოწესრიგებული, დისციპლინირებული, მოტივირებული
  • ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი
  • სწავლებისა და სტუდენტებთან ურთიერთობის უნარი
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2018 წლის 28 იანვრის ჩათვლით გამოაგზავნოთ შესაბამისი დოკუმენეტები მისამართებზე:

hr@cu.edu.ge nsulaberidze@cu.edu.ge; გთხოვთ, მიუთითოთ საგნის დასახელება შემდეგნაირად:  “Application for CST”.