აკადემიური თანამდებობები CST

27 ნოემბერი 2018

კავკასიის უნივერსიტეტი (კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა) აცხადებს კონკურსს პროფესორის (2 ვაკანტური ადგილი), ასოცირებული პროფესორის (2 ვაკანტური ადგილი), ასისტენტ-პროფესორის (2 ვაკანტური ადგილი) და ასისტენტის (2 ვაკანტური ადგილი) თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ დისციპლინებში:

 

  • ვებ ტექნოლოგიები
  • მონაცემთა ბაზები
  • სისტემური ადმინისტრირება
  • ელექტრონიკა
  • პროგრამირება
  • ტელეკომუნიკაცია
  • კომპიუტერული ინჟინერია

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

) პროფესორისთვის

 

  • პროფესორად 6 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება
  • დისციპლინის შესაბამის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება.

 

) ასოცირებული პროფესორისთვის

 

  • ასოცირებულ პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
  • დისციპლინის შესაბამის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება.

 

) ასისტენტ-პროფესორისთვის

 

  • ასისტენტ-პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
  • დისციპლინის შესაბამის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება

 

დ) ასისტენტისთვის

 

  • დოქტორანტი
  • მოცემული დარგის მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელსაც აქვს მოცემულ დარგში არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ან/და დარგში/სპეციალობაში სალექციო კურსის წაკითხვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

 

დამატებითი მოთხოვნა

 

პიროვნული თვისებები:

 

  • პასუხიმგებლიანი
  • სამართლიანი
  • კომუნიკაბელური
  • მოტივირებული
  • დისციპლინირებული
  • გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი
  • კრეატიული
  • აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი
  • დარწმუნების და მოსმენის უნარი
  • ინდივიდუალური მიდგომის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • ლოგიკური აზროვნების უნარი
  • როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

 

  • CV-რეზიუმე
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დიპლომის ასლები
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა
  • სასურველია საინფორმაციო საკომუნიცაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა

 II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება

 III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს  გადალახავს წარმატებით.

 

კონკურსის გამოცხადების თარიღი: 27 ნოემბერი  2018 წ

 

საბუთების მიღება: 2018 წლის 27 დეკემბრიდან  - 2019 წლის 7 იანვრის ჩათვლით

კონკურსის ჩატარების პერიოდი 2019 წლის იანვრის თვე

კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1

კონკურსის შედეგების გამოქვეყნების თარიღი: 2019 წლის 21 იანვარი.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: hr@cu.edu.ge; nsulaberidze@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს, ელექტრონულ ფოსტის მისამართზე hr@cu.edu.ge; T: 032 2377777.

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება!