CTS-მოწვეული ლექტორი

15 იანვარი 2018

კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ტურიზმის სკოლა (CTS) აცხადებს კონკურსს მოწვეული  ლექტორის თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ დისციპლინაში:

 

  • ტურისტული სერვისის საფუძვლები (1 ვაკანტური ადგლი)

 

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დოქტორი ან დოქტორანტი;
  • მოცემული დარგის მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს მოცემულ დარგში არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ან/და დარგში/სპეციალობაში სალექციო კურსის წაკითხვის მინიმუმ 2  წლიანი გამოცდილება.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • CV (რეზიუმე);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი.

 

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა

 II ეტაპი – პრეზენტაცია  

 III ეტაპი – კონკურსის შეჯამება

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელ.ფოსტის მისამართზე: hr@cu.edu.ge

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ: “CTS - ტურისტული სერვისის საფუძვლები”.

საბუთების მიღება: 2018 წლის 15 იანვრიდან - 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!