კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი

20 სექტემბერი 2018

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.

 

სამუშაო მოვალეობები:

 

  • კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება
  • სამეცნიერო პროექტებში უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ჩართვის ხელშეწყობა
  • ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
  • უნივერსიტეტის პერსონალის/სტუდენტების კონსულტირება ეროვნულ კვლევით საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის და მეცნიერების სახელმწიფო დაფინანსების საკითხებში
  • კვლევითი საქმიანობის (აკადემიური პერსონალის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტების) შედეგების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა, მართვა და მონიტორინგი
  • კვლევითი საქმიანობისთვის საჭირო უნარების განმავითარებელი ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარებაზე ზედამხედველობა
  • საუნივერსიტეტო კვლევებისა და სამეცნიერო ნაშრომების გამოცემის ორგანიზება
  • საუნივერსიტეტო დაფინანსების ფარგლებში მიმდინარე კვლევების მონიტორინგი
  • პლაგიატის საწინააღმდეგო პროგრამების გამოყენებისა და სხვა ღონისძიებების ხელშეწყობა აკადემიური კეთილსინდისიერების უზრუნველსაყოფად
  • სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში
  • სკოლებთან, ბიბლიოთეკასთან და ფინანსურ და ბიუჯეტირების დეპარტამენტთან ერთად კვლევითი პროექტების საჭიროებების მიხედვით, ბიბლიოთეკის შესაბამისი ლიტერატურით უზრუნველყოფა
  • ინსტიტუციური თანამშრომლობის დამყარება საერთაშორისო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევით ერთეულებთან და ერთობლივი კვლევითი აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა
  • კვლევების გარე და შიდა დაფინანსებასთან დაკავშირებული შიდასაუნივერსიტეტო პროცესების მართვა
  • დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში ვიცე-პრეზიდენტისთვის წარდგენა
  • უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში ვიცე-პრეზიდენტის დავალებით, სხვადასხვა პროექტების შემუშავება-განხორციელება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • მაგისტრის აკადემიური ხარისხი. დოქტორის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
  • საგრანტო პროექტების წერის გამოცდილება
  • პრიორიტეტი მიენიჭება კვლევით და საგრანტო პროექტებში და ადგილობრივ და საერთაშორისო დონორებთან/ფონდებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კადრს.

 

სამუშაო პირობები:

 

სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)

ანაზღაურება (ხელზე): 2000 ლარი

გამოსაცდელი ვადა: 2-3 თვე

სამსახურის დაწყების დრო: 2018 წლის ნოემბერი

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ „კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი“.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის  5 ოქტომბერი.

 

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ შერჩეულ კანდიდატებთან.