მეწარმეობის განვითარების ცენტრის მენეჯერი

31 ოქტომბერი 2019

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მეწარმეობის განვითარების ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე

 

მეწარმეობის განვითარების ცენტრის მიზნები და ამოცანები:

 

  • ცენტრის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს მეწარმეობასა და ინოვაციებზე ორიენტირებულ საქმიანობას და განავითაროს სამეწარმეო ეკოსისტემა უნივერსიტეტში.
  • მეწარმეობის განვითარების ცენტრი გეგმავს და ახორციელებს უნივერსიტეტის სხვადასხვა სამეწარმეო პროექტს.
  • ცენტრს ექვემდებარება კავკასიის უნივერსიტეტის სტარტაპ აქსელერატორი.

 

მეწარმეობის განვითარების  ცენტრის მენეჯერის სამუშაო მოვალეობები:

 

  • უზრუნველყოფს ცენტრის შიდა და გარე კომუნიკაციას მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
  • ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, რომლებიც მიზანმიმართულია არსებული, მსგავსი ცენტრებისა და ორგანიზაციების გამოცდილების გასაზიარებლად;
  • ხელს უწყობს სამეწარმეო განათლების დონის ამაღლებას ტრენინგებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიებების ორგანიზებით, როგორებიცაა: ვორქშოპები, ტრენინგები, საკონსულტაციო შეხვედრები;
  • მოიძიებს ინფორმაციას სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოცხადებულ გრანტებზე და აწოდებს სტარტაპ აქსელერატორსა და სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
  • მონაწილეობას იღებს სხვადასხვა დონორების საგრანტო განაცხადების მომზადებაში;
  • მონაწილეობს საუნივერსიტეტო პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში, მოიძიებს საჭირო ინფორმაციას და ურთიერთობს პროექტთან დაკავშირებულ სხვადასხვა ორგანიზაციასთან, აწარმოებს ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებასა და ანალიზს;
  • მონაწილეობს ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებაში;
  • ჩართულია სტარტაპ აქსელერატორის საქმიანობაში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამებისა და ოპერაციული სისტემების ცოდნა.

 

სამუშაო პირობები:

 

  • სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)
  • ანაზღაურება (ხელზე): 1000 ლარი
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (გამოსაცდელი პერიოდი ანაზღაურებადია)
  • სამსახურის დაწყების დრო: 2019 წლის დეკემბერი;
  • ექვემდებარება: ვიცე-პრეზიდენტს კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში და მეწარმეობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ მეწარმეობის განვითარების ცენტრის მენეჯერი.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 14 ნოემბერი

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ

მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!