ვაკანსია ბუღალტრის თანამდებობაზე

11 სექტემბერი 2018

კავკასიის უნივერსიტეტი ფინანსური და ბიუჯეტირების დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

 

სამუშაო მოვალეობები:

  • პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, აღრიცხვა და დაარქივება
  • საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა/მიღება
  • ge-ზე ასახული მონაცემების შედარება საოპერაციო და ბუღალტრულ პროგრამებთან
  • სალაროს აღრიცხვა და კონტროლი
  • ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება
  • საბანკო გადარიცხვების წარმოება
  • დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი
  • საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება
  • მატერიალური მარაგების, ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
  • ხელმძღვანელი პირის მიერ სხვა, დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისი დავალების შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით
  • შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
  • სამომხმარებლო პროგრამების ცოდნა (მ.შ. Excel -ის ცოდნა)
  • ბუღალტრულ პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება
  • ACCA-ს სერთიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად

 

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პუნქტუალურობა
  • დისციპლინირებულობა

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე,  ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)
  • სამუშაო გრაფიკი:  09:00-18:00 ან  10:00-19:00 ; შაბათი: 09:00-14:00 ან 10:00-15:00
  • ანაზღაურება (ხელზე): 800 ლარი
  • გამოსაცდელი ვადა: 2-3 თვე
  • სამსახურის დაწყების თარიღი: 2018 წლის ოქტომბერი

 

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ  ტესტირება და ტესტის ჩაბარების შემთხვევაში გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ საგნის დასახელების ველში მუთითოთ:  “ბუღალტერი“.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 23 სექტემბერი.

 

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ შერჩეულ კანდიდატებთან.