IT ტექნიკური დახმარების სპეციალისტი

7 ივლისი 2018

კავკასიის უნივერსიტეტი საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას   ტექნიკური დახმარების სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

სამუშაო მოვალეობები:

  • კომპიუტერული ტექნიკის (ადმინისტრაციისა და სააუდიტორიო ტექნიკის) სისტემური და ტექნიკური უზრუნველყოფა
  • კომპიუტერული ქსელების (უსადენო და სადენიანი) გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
  • დაზიანებული ტექნიკის, როგორც სისტემური, ასევე ტექნიკური შეკეთება (შესაძლებლობების ფარგლებში)
  • სემესტრის დასაწყისში ყველა საკლასო აუდიტორიის და კომპიუტერული კლასების ტექნიკის პროგრამული განახლება
  • უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების ტექნიკური მხარდაჭერა
  • ხელმძღვანელი პირის მიერ სხვა, დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისი დავალების შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ან III-IV კურსის სტუდენტი IT მიმართულებით ან ამავე მიმართულებით პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ოპერაციული სისტემების და სამომხმარებლო პროგრამების ინსტალაციის ცოდნა
  • ინგლისურ ენის ცოდნა (სასურველია)

 

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დისციპლინირებულობა
  • კოლეგიალობა
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი

 

სამუშაო პრიობები:

სამუშაო დღე ნახევარ განაკვეთზე,  ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე);

სამუშაო გრაფიკი:  09:00-15:00 ან  15:00-21:00  (ცვლებში) 

ანაზღაურება (ხელზე): 400 ლარი

გამოსაცდელი ვადა: 2-3 თვე

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2 

სამსახურის დაწყების თარიღი: 2018 წლის 29 აგვისტო

 

მეორე ეტაპზე გადასულ შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ  გასაუბრება და ტესტირება.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

გთხოვთ საგნის დასახელების ველში მუთითოთ: “IT ტექნიკური დახმარების სპეციალისტი“

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 25  ივლისი.

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ შერჩეულ კანდიდატებთან.