აკადემიური თანამდებობები CSH

15 დეკემბერი 2017

კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (CSH) აცხადებს კონკურსს პროფესორის (1 ვაკანტური ადგილი), ასოცირებული პროფესორის (2 ვაკანტური ადგილი), ასისტენტ-პროფესორის (3 ვაკანტური ადგილი) და ასისტენტის (3 ვაკანტური ადგილი) აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებაში:

 

ქართული ენა და ლიტერატურა:

  • ენათმეცნიერება
  • აკადემიური წერა
  • ქართული ლიტერატურა

 

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესორისთვის

  • დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის და დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება;

 

) ასოცირებული პროფესორისთვის

  • დოქტორის  ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური  მუშაობის და დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

 

) ასისტენტ- პროფესორისთვის

  • დოქტორის  ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • სასურველია დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის 2  წლიანი გამოცდილება.

 

დ) ასისტენტისთვის

  • დოქტორანტი, რომელსაც სასურველია ჰქონდეს მოცემულ სფეროში საქმიანობის 2 წლიანი პედაგოგიური ან/და  პრაქტიკული გამოცდილება.
  • მოცემული დარგის მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელსაც აქვს მოცემულ დარგში არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ან/და დარგში/სპეციალობაში სალექციო კურსის წაკითხვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • კურსის/კურსების სილაბუსი
  • CV-რეზიუმე;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში; (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის  და ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

 

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;  II ეტაპი – პრეზენტაცია;    III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელ. ფოსტის მისამართზე: hr@cu.edu.ge; tgiorgadze@cu.edu.ge  გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და  მიმართულების სახელწოდება!

საბუთების მიღება: 2017  წლის  16 დეკემბრიდან - 2018 წლის  16 იანვრის  ჩათვლით.

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.