ბიბლიოთეკის დირექტორი

19 თებერვალი 2018

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას  ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე.

 

სამუშაო მოვალეობები:

 

  • ბიბლიოთეკაზე და ბიბლიოთეკის თანამშრომელთა საქმიანობის შესრულებაზე კონტროლი
  • ბიბლიოთეკის ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე პასუხისმგებოლბა
  • ბიბლიოთეკაში შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით სათანადო ღონისძიებების გატარება, რომელიც უზრუნველყოფს ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფასა და საბიბლიოთეკო ფონდის დაცვას
  • უცხოურ და ადგილობრივ გამომცემლობებთან კომუნიკაცია
  • საერთაშორისო ბაზების მოძიება და მათთან თანამშრომლობა
  • ბიბლიოთეკაში წიგნების მიღება მათი დამუშავება და აღრიცხვა ელექტრონულ კატალოგში
  • ბიბლიოთეკის ფონდის მუდმივი განახლება და შევსება
  • ბიბლიოთეკის ფონდის შიდა ბაზის  კატალოგიზაცია და ინვენტარიზაცია
  • ინვენტარიზაციის პროცესში საჭირო დოკუმენტაციის მომზადება/გაფორმება
  • სავალდებულო და დამატებითი სახელმძღვანელოების საჭიროებისამებრ შეძენა
  • ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ბიბლიოთეკის საქმიანობის შესახებ ანაგრიშის წარდგენა
  • უფლებამოსილების ფარგლებში, პრეზიდენტის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება

 

 

მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება, უპირატესად ჩაითვლება მენეჯმენტის მიმართულება
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • ბიბლიოთეკაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • კომპიუტერული პროგრამების, Windows საოფისე პროგრამების ცოდნა 
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა, როგორც წერითი, ისე ზეპირი კომუნიკაციის დონეზე
  • პროფესიული სასწავლო კურსი საბიბლიოთეკო საქმის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

 

  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი

 

 

სახელფას ანაზღაურება: დამოკიდებულია კადრის კვალიფიკაციაზე.

გამოსაცდელი ვადა (ანაზღაურებადია): 2-3 თვე.

სამუშაო დრო: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე).

 

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება ინგლისურ ენაში.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია). ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

გთხოვთ წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.