კავკასიის სადოქტორო სკოლის აკადემიური დირექტორი

17 სექტემბერი 2018

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კავკასიის სადოქტორო სკოლის აკადემიური დირექტორის თანამდებობაზე.

 

სამუშაო მოვალეობები:

 

  • აკადემიური პროგრამების შინაარსობრივი ანალიზი და განახლებაზე ზრუნვა
  • სასწავლო პროცესის მიმდინარეობის ორგანიზაციული და შინაარსობრივი მხარის მართვა
  • სისტემატიური ურთიერთობები ადმინისტრაციულ პირებთან, აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან
  • სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისათვის ხელის შეწყობა
  • საგრანტო და კვლევით პროექტებზე მუშაობისათვის შესაბამისი გეგმისა და სტრატეგიული ხედვის შემუშავება
  • ადგილობრივ და საერთაშორისო დონორებთან და ფონდებთან ურთიერთობის ჩამოყალიბება და განვითარება
  • უფლებამოსილების ფარგლებში, ხელმძღვანელი პირების მიერ განსაზღვრული სხვა საჭირო დავალებების შესრულება

 

მოთხოვნები:

 

  • მაგისტრის აკადემიური ხარისხი ბიზნესის და ეკონომიკის მიმართულებით (შესაძლებელია მომიჯნავე სფეროების განხილვა). დოქტორის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად
  • მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა
  • პრიორიტეტი მიენიჭება ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში გამოცდილების მქონე აპლიკანტს, ასევე, კვლევით და საგრანტო პროექტებში და ადგილობრივ და საერთაშორისო დონორებთან/ფონდებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კადრს

 

სამუშაო პირობები:

 

  • სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე,  ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)
  • ანაზღაურება (ხელზე): 2000 ლარი
  • გამოსაცდელი ვადა: 2-3 თვე
  • სამსახურის დაწყების დრო: 2018 წლის ოქტომბერი

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია). ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ საგნის დასახელების ველში მუთითოთ „აკადემიური დირექტორი“

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 29  სექტემბერი.

 

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ შერჩეულ კანდიდატებთან.