ასოცირებული პროფესორი

25 მაისი 2017

კავკასიის უნივერსიტეტი (კავკასიის სამართლის   სკოლა)  აცხადებს კონკურსს  პროფესორის (6 ვაკანტური ადგილი), ასოცირებული პროფესორის (12 ვაკანტური ადგილი) თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ დისციპლინაში:

 

  1. კერძო სამართალი (1 პროფესორი, 4 ასოცირებული პროფესორი)
  2. საჯარო  სამართალი (2 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი)
  3. სისხლის  სამართალი (2  პროფესორი, 3  ასოცირებული პროფესორი)
  4. საერთაშორისო  სამართალი (1 პროფესორი, 3  ასოცირებული პროფესორი)

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

პროფესორისთვის

  • დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • ლექტორად მუშაობის და დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის  მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება;

 

) ასოცირებული პროფესორისთვის

  • დოქტორის  ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • ლექტორად მუშაობის და დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

 

  • კურსის სილაბუსი
  • CV-რეზიუმე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე საჭირო  დოკუმენტაცია, ხოლო საქართველოში დაცული ხარისხის შემთხვევაში დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

კონკურსი ჩატარდება  სამ  ეტაპად:

 

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;

 II ეტაპი – პრეზენტაცია; 

  III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები,  შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge; 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და  დისციპლინის სახელწოდება!

საბუთების მიღება: 2017 წლის  27  მაისიდან  27 ივნისის ჩათვლით

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.