IT ტექნიკური დახმარების სპეციალისტი

28 მარტი 2017

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას  IT ტექნიკური დახმარების სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

სამუშაო მოვალეობები:

  • კომპიუტერული ტექნიკის (ადმინისტრაციისა და სააუდიტორიო ტექნიკის) პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა;
  • კომპიუტერული ქსელების (უსადენო და სადენიანი) გამართული მუშაობა;
  • დაზიანებული ტექნიკის, როგორც პროგრამული, ასევე ტექნიკური შეკეთება (შესაძლებლობების ფარგლებში);
  • სემესტრის დასაწყისში ყველა საკლასო აუდიტორიის და კომპიუტერული კლასების ტექნიკის პროგრამული განახლება;
  • უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების ტექნიკური მხარდაჭერა;
  • უნივერსიტეტის კუთვნილი ტექნიკის მიღება-ჩაბარების საფუძველზე სტუდენტებში განაწილება, მოვლა, აღრიცხვა და კონტროლი.
  • ხელმძღვანელი პირის მიერ სხვა, დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისი დავალების შესრულება.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (შესაძლებელია განიხილოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;  
  • ოპერაციული სისტემების და სამომხმარებლო პროგრამების ინცტალაციის ცოდნა;
  • ქსელის მოწყობა და ქსელური მოწყობილობების ინსტალაციის (მონტაჟი) ცოდნა;
  • ინგლისურ ენის ცოდნა (სასურველია);
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოტივირებულობა და დისციპლინირებულობა;
  • კოლეგიალობა;

 

ანაზღაურება(ხელზე):  400 -700 ლარი; (ნახევარ ან/და სრულ განაკვეთზე - გამოცდილების შესაბამისად)

 

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3

 

გამოსაცდელი ვადა: 2-3 თვე.

 

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ  გასაუბრება და ტესტირება  

 

სამუშაო დრო: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე).

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ საგნის დასახელების ველში მუთითოთ:  “IT ტექნიკური დახმარების სპეციალისტი“

 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2017 წლის 17  აპრილის  ჩათვლით.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.