კავკასიის ახალი კინოს სკოლა აცხადებს კონკურსს

11 იანვარი 2017

კავკასიის უნივერსიტეტი ,კავკასიის ახალი კინოს სკოლა აცხადებს კონკურსს, პროფესორის (2 ვაკანტური ადგილი) ასოცირებული პროფესორისა (10 ვაკანტური ადგილი)  ასისტენტ პროფესორის ( 2 ვაკანტური ადგილი)  და ასისტენტის (2 ვაკანტური ადგილი) თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ დისციპლინაში: 

აუდიოვიზუალური ხელოვნება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესორისთვის

  • დოქტორის  ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • ლექტორად მუშაობის ან/და დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის  მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება;

 

) ასოცირებული პროფესორისთვის

  • დოქტორის  ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • ლექტორად მუშაობის ან/და დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

 

) ასისტენტ- პროფესორისთვის

  •   მაგისტრის ან დოქტორის  ხარისხი შესაბამის სფეროში;
  •   სასურველია დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის 2  წლიანი გამოცდილება.

 

ასისტენტისთვის

  • დოქტორანტი, რომელსაც სასურველია ქონდეს მოცემულ სფეროში საქმიანობის 2  წლიანი პედაგოგიური ან/და  პრაქტიკული გამოცდილება. 
  • მოცემული დარგის მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელსაც აქვს მოცემულ დარგში არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ან/და დარგში/სპეციალობაში სალექციო კურსის წაკითხვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები;
  • CV-რეზიუმე; 
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (საზღვარგარეთ დაცული       ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე საჭირო  დოკუმენტაცია, ხოლო საქართველოში დაცული ხარისხის შემთხვევაში დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
  • სამეცნიერო–პედაგოგიური ან პრაქტიკული მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;  II ეტაპი – პრეზენტაცია;    III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები,  შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge;  

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და  დისციპლინის სახელწოდება!

საბუთების მიღება: 201 წლის  1 იანვრიდან2017 წლის 1 თებერვლის ჩათვლით.

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.