კავკასიის ბიზნესის სკოლა აცხადებს კონკურსს

11 იანვარი 2017

კავკასიის უნივერსიტეტი (კავკასიის ბიზნესის სკოლა) აცხადებს კონკურსს პროფესორის (8 ვაკანტური ადგილი) ასოცირებული პროფესორისა (6 ვაკანტური ადგილიასისტენტ პროფესორის (6 ვაკანტური ადგილი და  ასისტენტის (5 ვაკანტური ადგილი) თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ დისციპლინებში

ფინანსები; 

მენეჯმენტი; 

მარკეტინგი;  

საბუღალტრო აღრიცხვა;  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესორისთვის

  • დოქტორის  ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • ლექტორად მუშაობის და დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის  მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება;

 

) ასოცირებული პროფესორისთვის

  • დოქტორის  ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • ლექტორად მუშაობის და დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

 

) ასისტენტ- პროფესორისთვის

  •   დოქტორის  ხარისხი შესაბამის სფეროში;
  •   სასურველია დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის 2  წლიანი გამოცდილება.

 

ასისტენტისთვის

  • დოქტორანტი, რომელსაც სასურველია ქონდეს მოცემულ სფეროში საქმიანობის 2  წლიანი პედაგოგიური ან/და  პრაქტიკული გამოცდილება. 
  • მოცემული დარგის მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელსაც აქვს მოცემულ დარგში არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ან/და დარგში/სპეციალობაში სალექციო კურსის წაკითხვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები;
  • CV-რეზიუმე; 
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (საზღვარგარეთ დაცული       ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე საჭირო  დოკუმენტაცია, ხოლო საქართველოში დაცული ხარისხის შემთხვევაში დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;  II ეტაპი – პრეზენტაცია;    III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები,  შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge;  

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და  დისციპლინის სახელწოდება!

საბუთების მიღება: 201 წლის  1 იანვრიდან2017 წლის 1 თებერვლის ჩათვლით.

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.