კავკასიის ბიზნესის სკოლა აცხადებს კონკურსს აგრობიზნესის მიმართულებაში

11 იანვარი 2017

კავკასიის უნივერსიტეტი (კავკასიის ბიზნესის სკოლა) აცხადებს კონკურსს  პროფესორის (2 ვაკანტური ადგილი) ასოცირებული პროფესორისა (3 ვაკანტური ადგილი) და ასისტენტ-პროფესორის (2 ვაკანტური ადგილი), ასისტენტის (5 ვაკანტური ადგილი) თანამდებობების დასაკავებლად აგრობიზნესის მიმართულებაში.

 

კონკურსი ცხადდება შემდეგ დისციპლინებში:

აგრო-მეწარმეობის განვითარება;

საჯარო პოლიტიკის ანალიზი (აგრარული მიმართულებით);

აგრო-საწარმოთა ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება;

აგრო-საწარმოთა განვითარების სოციალური ორგანიზაცია;

ექსპორტის პროცედურები;

რძე და რძის პროდუქტების წარმოება და ბიზნეს-პროცესების მართვა;

ხორცის წარმოების მართვა და გადამუშავება;

კაკლოვანი კულტურების წარმოება და მართვა;

მებაღეობა და მისი მართვა.

 

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:

პროფესორისთვის

  • დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • ლექტორად მუშაობის და დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება;

 

) ასოცირებული პროფესორისთვის

  • დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • ლექტორად მუშაობის და დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

 

) ასისტენტ- პროფესორისთვის

  • დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • სასურველია დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.

 

ასისტენტისთვის

  • დოქტორანტი, რომელსაც სასურველია ჰქონდეს მოცემულ სფეროში საქმიანობის 2 წლიანი პედაგოგიური ან/და პრაქტიკული გამოცდილება.
  • მოცემული დარგის მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელსაც აქვს მოცემულ დარგში არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ან/და დარგში/სპეციალობაში სალექციო კურსის წაკითხვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

 

 

დაინტერესებულმა  პირებმა უნდა  წარმოადგინონ:

  • კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები;
  • CV-რეზიუმე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე საჭირო დოკუმენტაცია, ხოლო საქართველოში დაცული ხარისხის შემთხვევაში დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;

 II ეტაპი – პრეზენტაცია; 

III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები,  შემდე მისამართზე: hr@cu.edu.ge; 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და დისციპლინის სახელწოდება!

საბუთების მიღება: 2017 წლის  8 იანვრიდან – 2017 წლის 8 თებერვლის ჩათვლით

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.