კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა აცხადებს კონკურსს

11 იანვარი 2017

კავკასიის უნივერსიტეტი , კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა აცხადებს კონკურსს პროფესორის ( 7 ვაკანტური ადგილი) ასოცირებული პროფესორის (19 ვაკანტური ადგილი) ასისტენტ-პროფესორის ( 12 ვაკანტური ადგილი) და ასისტენტის (10 ვაკანტური ადგილი) თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ დისციპლინებში:

ევროპისმცოდნეობა (1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი)

ისტორია/არქეოლოგია (1 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი)

ფსიქოლოგია (2 პროფესორი,  5 ასოცირებული პროფესორი; 4 ასისტენტ-პროფესორი, 4 ასისტენტი);

სოციოლოგია (2 პროფესორი, 5 ასოცირებული პროფესორი; 3 ასისტენტ-პროფესორი, 3 ასისტენტი);

ინგლისური ფილოლოგია  (1 პროფესორი, 3 ასოცირებული პროფესორი;  3  ასისტენტ-პროფესორი, 3 ასისტენტი);

კინომცოდნეობა (3 ასოცირებული პროფესორი)

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესორისთვის

  • დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • ლექტორად მუშაობის და დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის  მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება;

 

) ასოცირებული პროფესორისთვის

  • დოქტორის  ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • ლექტორად მუშაობის და დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

 

) ასისტენტ- პროფესორისთვის

  • დოქტორის  ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • სასურველია დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის 2  წლიანი გამოცდილება.

 

ასისტენტისთვის

  • დოქტორანტი, რომელსაც სასურველია ქონდეს მოცემულ სფეროში საქმიანობის 2 წლიანი პედაგოგიური ან/და  პრაქტიკული გამოცდილება.
  • მოცემული დარგის მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელსაც აქვს მოცემულ დარგში არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ან/და დარგში/სპეციალობაში სალექციო კურსის წაკითხვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები;
  • CV-რეზიუმე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (საზღვარგარეთ დაცული    ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე საჭირო  დოკუმენტაცია, ხოლო საქართველოში დაცული ხარისხის შემთხვევაში დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;

 II ეტაპი – პრეზენტაცია; 

  III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები,  შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და  დისციპლინის სახელწოდება!

საბუთების მიღება: 2017 წლის  8 იანვრიდან - 2017 წლის 8 თებერვლის  ჩათვლით

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.