ასოცირებული პროფესორი

7 აპრილი 2017

კავკასიის უნივერსიტეტი (კავკასიის სახელმწიფო მართვის  სკოლა) აცხადებს კონკურსს  ასოცირებული პროფესორის (1 ვაკანტური ადგილი) თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ დისციპლინაში: თანამედროვე აზროვნების საფუძვლები ( 1 ასოცირებული პროფესორი)

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

 ასოცირებული პროფესორისთვის

  • დოქტორის  ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • ლექტორად მუშაობის და დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

 

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • კურსის სილაბუსი
  • CV-რეზიუმე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე საჭირო  დოკუმენტაცია, ხოლო საქართველოში დაცული ხარისხის შემთხვევაში დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

კონკურსი  ჩატარდება სამ ეტაპად:

 

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;

 II ეტაპი – პრეზენტაცია; 

 III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები,  შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და  დისციპლინის სახელწოდება!

 

საბუთების მიღება: 2017 წლის  10 აპრილიდან – 10 მაისის ჩათვლით

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.