აკადემიური თანამდებობები CST

27 ოქტომბერი 2017

კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (CST) აცხადებს კონკურსს პროფესორის (1 ვაკანტური ადგილი), ასოცირებული პროფესორის (1 ვაკანტური ადგილი) და ასისტენტ-პროფესორის (1 ვაკანტური ადგილი) აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებაში:

 

ელექტრონიკა;

მიკროელექტრონიკა;

ელექტროინჟინერია.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

პროფესორისთვის

  • დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის და დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება;

 

) ასოცირებული პროფესორისთვის

  • დოქტორის  ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური  მუშაობის და დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

 

) ასისტენტ- პროფესორისთვის

  • დოქტორის  ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • სასურველია დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის 2  წლიანი გამოცდილება.

 

სავალდებულო მოთხოვნები:

 

ინგლისური ენის ცოდნა;

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • კურსის/კურსების სილაბუსი
  • CV-რეზიუმე;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში; (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;

II ეტაპი – პრეზენტაცია;

III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელ. ფოსტის მისამართზე: hr@cu.edu.ge;  nsulaberidze@cu.edu.ge

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება!

 

საბუთების მიღება: 2017  წლის  28 ოქტომბრიდან – 2017 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.