პრეზიდენტის ასისტენტი

23 ოქტომბერი 2017

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის ასისტენტის თანამდებობაზე.

 

სამუშაო მოვალეობები:

 

  • საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგებისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა;
  • პრეზიდენტის საქმიანი კორესპოდენციის მართვა: მიღება, გადამისამართება, გაგზავნა;
  • შემოსული ზარების პასუხი, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დეპარტამენტთან/ უფლებამოსილ პირთან გადამისამართება;
  • პრეზიდენტთან ვიზიტორების მიღების განრიგის წარმოება;
  • პრეზიდენტთან შეხვედრების ორგანიზება და სტუმრების გამასპინძლება;
  • საელჩოებთან, სასტუმროებთან, ავიასააგენტოებთან და სხვა გარეშე პირებთან ურთიერთობა;
  • ხელმოსაწერი საბუთების მიღება, ხელმოსაწერად გადაცემა და ხელმოწერის შემდგომ შემსრულებლისთვის დაბრუნება;
  • სხვადასხვა წერილობითი დოკუმენტების, წერილების და ანგარიშების მომზადება;
  • საჭირო ინფორმაციისა და მასალის მოპოვება შიდა საუნივერსიტეტო და/ან სხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაციებთან, კერძო (ფიზიკურ ან იურიდიულ) პირებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან კავშირის საშუალებით;
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე კომუნიკაციის წარმოება უნივერსიტეტის ადგილობრივ თუ საერთაშორისო   ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
  • სამსახურში მიმდინარე სხვა პროცესების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • უნივერსიტეტის პრეზიდენტის ვიზიტების ორგანიზება როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ;
  • შიდასაუნივერსიტეტო დონეზე პრეზიდენტის თათბირების დაგეგმვა, სტუდენტებთან, ადმინისტრაციის წევრებთან, აკადემიურ პერსონალთან შეხვედრების ორგანიზება;                     
  • საქმიანი დოკუმენტაციის თარგმნა საჭიროების შემთხვევაში;
  • უფლებამოსილების ფარგლებში, პრეზიდენტის მიერ, სხვა საჭირო დავალებების შესრულება.

 

მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება;
  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
  • კომპიუტერული პროგრამების, ოპერაციული სისტემების ცოდნა;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

 

სახელფას ანაზღაურება: დამოკიდებულია კადრის კვალიფიკაციაზე.

 

გამოსაცდელი ვადა (ანაზღაურებადია): 2-3 თვე.

 

სამუშაო დრო: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე).

 

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება ინგლისურ ენაში.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია). ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ საგნის დასახელების ველში მუთითოთ პოზიციის დასახელება!

 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2017 წლის 11 ნოემბერი.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.