შეხვედრა სტარტაპერებთან

14 მარტი 2018

17 მარტს, 19:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში ნიკოლოზ გოგოჭური სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს.

 

რა დაბრკოლებებს და წინააღმდეგობებს შეიძლება გადააწყდეს სტარტაპერი და ზოგადად, რატომ უნდა შექმნა საკუთარი სტარტაპი? ამ და სხვა საკითხებზე სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ქართული სტარტაპ-ეკოსისტემით და ასევე სურთ, შექმნან საკუთარი სტარტაპი, შესაძლებლობა ექნებათ, კითხვები დაუსვან სტარტაპერ ნიკოლოზ გოგოჭურს და მიიღონ ინფორმაცია მისი გამოცდილების შესახებ.

 

ნიკოლოზ გოგოჭური VRex-ის თანადამფუძნებელია და უკვე ორ წელზე მეტია, რაც თანაგუნდელებთან ერთად ამ სფეროს ავითარებს. VRex სტარტაპ საქართველოს გამარჯვებულია და ცოტა ხნის წინ სილიკონის ველზეც იმყოფებოდა.