CSB Alumni Talks - ვახტანგ კაჭარავა

8 დეკემბერი 2022

ვახტანგ კაჭარავა - თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი, CSB Alumni Talks ფარგლებში, საჯარო შეხვედრას გამართავს.

 

აღსანიშნავია, რომ ვახტანგ კაჭარავა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულია.

 

შეხვედრის ფარგლებში, სპიკერი სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს, რა გზა განვლო კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტობიდან თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელ დირექტორობამდე, ასევე ბიზნესის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელებისა და კარიერული განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრებს.

 

შეხვედრა 8 დეკემბერს, 19:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

 

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე