არქიტექტონი

16 იანვარი 2020

13 მარტს, 14:00 საათზე და 14 მარტს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, კონკურსი „არქიტექტონი“ ჩატარდება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ XI-XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს. გუნდი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 3 მოსწავლისაგან. ერთი სკოლიდან დასაშვებია რამდენიმე გუნდის მონაწილეობა. ასევე, დასაშვებია, გუნდის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტება.

 

კონკურსში მონაწილეებმა უნდა შექმნან ნამუშევარი თემაზე „მომავლის უნივერსიტეტი“. ნამუშევრის შესრულების ფორმას (პროექტი, მაკეტი, ნახატი, ნახაზი) თავად კონკურსანტები წყვეტენ. მათ განკარგულებაში იქნება: მუყაოს ქაღალდები, სხვადასხვა ზომისა და ფერის ქაღალდები, ხის ჩხირები, საღებავები, ფანქრები, წებო და სხვა დეტალები. კონკურსი გაგრძელდება 2 დღის განმავლობაში (დღეში 4 საათი). ნამუშევრები შეფასდება სპეციალური ჟიურის მიერ.

 

I ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 15 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.

II ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 9 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.

III ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 6 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.

 

საპრიზო ადგილზე გასული გუნდის წევრი მიიღებს გუნდისთვის გამოყოფილი ვაუჩერის 1/3-ს. მიღებული ვაუჩერი დააფინანსებს კავკასიის უნივერსიტეტში ბაკალავრიატში სწავლის საფასურს 4 წლის განმავლობაში. ვაუჩერებით სარგებლობა შეუძლიათ 2020 ან 2021 წელს კავკასიის უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს.

 

 გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია  9 მარტის ჩათვლით.

 

საკონტაქტო პირი - შოთა ნიჟარაძე 595 444 744

 

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი