4, 5, 11 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის იმიტირებულ სასამართლო დარბაზში, აბიტურიენტებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი გაიმართება.
4 მაისი, განსახილველი საკითხები:
- შესავალი, სიტყვის წარმოთქმის ტექნიკა;
- პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის სტრატეგია და მიზანი;
- დასკვნითი სიტყვის მნიშვნელობა;
- ქეისის განხილვა და როლების განაწილება.
5 მაისი
იმიტირებული პროცესისთვის ბრალდებისა და დაცვის მხარის მომზადება.
11 მაისი
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი.
პროცესს გაუძღვება, შოთა ტყეშელაშვილი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი.
მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია.