CU რა? სად? როდის? აბიტურიენტებისთვის

16 იანვარი 2020
29 თებერვალს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში CU რა? სად? როდის? აბიტურიენტებისთვის გაიმართება. 
 
ინტელექტუალურ თამაშში აბიტურიენტებისგან შემდგარი რამდენიმე გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თითოეული გუნდი 6 აბიტურიენტისგან იქნება დაკომპლექტებული.
 
I, II და III ადგილზე გასულ გუნდებს სასწავლო ვაუჩერები გადაეცემათ.
 
 
I ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 12 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
II ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 9 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
III ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 6 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
 
აუცილებელია თითოეული გუნდი 6 ადამიანისგან შედგებოდეს, შესაბამისად მოგებული სასწავლო ვაუჩერები გაიყოფა 6-ზე. გამომდინარე აქედან, I ადგილზე გასული გუნდის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა 2 000 ლარი, II ადგილზე გასვლის შემთხვევაში 1 500 ლარი, ხოლო III ადგილის შემთხვევაში 1 000 ლარი.
 
წამყვანი და შეკითხვების ავტორი - კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანი, მოაზროვნე სოსო ბერიკაშვილი.
 
მონაწილეობის მსურველემა, გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია 26 თებერვლამდე.