ERASMUS+ დღეები კავკასიის უნივერსიტეტში ჟან მონეს პროექტის დახურვა “ევროკავშირის სამართლებრივი სახე“

1 ოქტომბერი 2022

 

13 ოქტომბერს, 10:45 საათზე კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, erasmus+-ის დღეების ფარგლებში, ახალი ჟან მონეს მოდულის პრეზენტაცია "სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“ ჟან მონეს პროექტის დახურვა  “ევროკავშირის სამართლებრივი სახე“ გაიმართება.

 

კავკასიის უნივერსიტეტი ევროპული სწავლების სფეროში ლიდერია.

 

აღსანიშნავია, რომ უშუალოდ კავკასიის სამართლის სკოლის პროექტებმა ზედიზედ ორჯერ, 2020 და 2022 წელს, გაიმარჯვა ერასმუს+ის ჟან მონეს აქტივობების სფეროში.  

 

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე.