კონფერენცია : „ არქიტექტურა ბარიერის გარეშე - განათლება, ინკლუზია,ურბანული განვითარება“.

6 დეკემბერი 2021

9 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „არქი ჯგუფის“ მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია: „არქიტექტურა ბარიერის გარეშე - განათლება, ინკლუზია, ურბანული განვითარება“ .

კონფერენციის ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა:

  • დღევანდელ ურბანულ გარემოში შშმ პირთათვის არსებული რეალობა და გამოწვევები
  • საქალაქო ინფრასტრუქტურისა და შენობა-ნაგებობების ადაპტირების აუცილებლობის საკითხები
  • მისაწვდომ სივრცეებთან დაკავშირებული არქიტექტურულ-გეგმარებითი ნორმები
  • „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“ და მისი დადებითი გავლენა საქართველოს სივრცის მოწყობის საკითხებზე
  • შშმ პირთათვის განსაზღვრული გეგმარებითი წესებისა და სტანდარტების საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამებში ჩართვის მნიშვნელობა.

კონფერენციაზე მოხსენებას გააკეთებენ საქართველოს პარლამენტის, სამშენებლო სექტორთან დაკავშირებული სახელმწიფო ორგანოების, გაეროს განვითარების პროგრამის, კავკასიის უნივერსიტეტის, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები და უცხოელი არქიტექტორები.