საჯარო ლექცია - „საჯარო გამოსვლის ხელოვნება“

8 დეკემბერი 2022

კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლა პიარითა და სტრატეგიული კომუნიკაციებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის, ასევე ღონისძიებაზე დასწრების მსურველი ნებისმიერი პირისთვის, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის და კომუნიკაციის სპეციალისტის ნატა ასათიანის საჯარო ლექციას გამართავს თემაზე - „საჯარო გამოსვლის ხელოვნება“.

 

„როგორ უნდა დავიწყო საუბარი? დააინტერესებთ მსმენელებს ის, რაზეც მე ვსაუბრობ? შეამჩნევენ როგორ მიცემს გული და როგორ ვღელავ?“ - თუ ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ მსგავს საკითხებზე,  მაშინ ეს ლექცია დაგეხმარებათ პასუხების მოძებნაში.

 

ჩვენ ხშირად გვესმის ისტორიები გამორჩეული ორატორების შესახებ და ცოტამ თუ იცის, რომ კარიერის დასაწყისში ისინიც ღელავდნენ  და მათაც ბევრი იშრომეს საჯაროდ საუბრის უნარის გაუმჯობესებისთვის.

 

სწორი მიდგომითა და ვარჯიშიც შესაძლებელია საზოგადოების წინაშე საუბარი ვაქციოთ არა ნერვიულობის, არამედ სიამოვნების წინაპირობად.

 

აქედან გამომდინარე, ღონისძიებაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა:

 

  • როგორ უნდა მივიპყროთ აუდიტორიის / მსმენელების ყურადღება? - საჯარო გამოსვლისა თუ პრეზენტაციის აგების თავისებურებები;
  • ღელავს ყველა! - ნერვიულობის დაძლევის სტრატეგიები;
  • თვალებით კონტაქტი, ჟესტების გამოყენება - არავერბალური კომუნიკაციის მნიშვნელობა.

 

ლექცია 8 დეკემბერს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

 

დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ მოცემულ ბმულზე