სამართლის სკოლის დოქტორანტების მეორე თემატური სასემინარო ნაშრომის დაცვა

17 დეკემბერი 2019

17 დეკემბერს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში, კავკასიის სამართლის სკოლის დოქტორანტის, მარინა კობახიძის მეორე თემატური სასემინარო ნაშრომის დაცვა გაიმართება.

 

დოქტორანტი წარმოადგენს თემას ,,ინტერნეტზე წვდომა, როგორც ადამიანის ძირითადი უფლება და მისი რეალიზების სამართლებრივი ასპექტები საქართველოში".

 

სამეცნიერო ხელმძღვანელი - ბექა ძამაშვილი. 18:00 საათზე, კი კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში, კავკასიის სამართლის სკოლის დოქტორანტის, ეკატერინე შუბითიძის მეორე თემატური სასემინარო ნაშრომის დაცვა გაიმართება.

 

დოქტორანტი წარმოადგენს თემას ,,საჯარო მმართველობის პრინციპები საგადასახადო სამართალში და გადასახადის გადამხდელის ინფორმირება". სამეცნიერო ხელმძღვანელი - ზვიად როგავა.