კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი, “შეხვდი სტარტაპერს” სერიის ფარგლებში, გიწვევთ შეხვედრაზე ლევან მესხიშვილთან - ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია Webapp-ის, პირველი ქართული ონლაინ ჯავშნების პლატფორმა Bookinghub.ge-ის და მარკეტინგული საკომუნიკაციო კომპანია Gosms-ის თანადამფუძნებელთან და დირექტორთან, ასევე მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი “დიალოგის” მმართველ პარტნიორთან.
ლევან მესხიშვილი არის ბიზნესის აღმასრულებელი და ანტრეპრენერი 12 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. იგი ხელმძღვანელობს სტარტაპებს, რომლებიც სხვადასხვა სექტორის გაციფრულებასა და ეფექტიან მართვას უწყობენ ხელს.
Bookinghub.ge არის პირველი ქართული ონლაინ პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ტიპის სერვისის ციფრული ჯავშნის უზრუნველყოფას. სისტემა ამარტივებს ჯავშნის პროცესს როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ბიზნესებისთვის, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მომსახურების ხელმისაწვდომობას და მენეჯმენტის ეფექტიანობას. პლატფორმა საშუალებას აძლევს კომპანიებს ავტომატიზებული გზით მართონ ჯავშნები, მომხმარებლის ნაკადი და კომუნიკაცია.
ლევან მესხიშვილის საქმიანობა წარმოაჩენს, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მეშვეობით ოპტიმიზირდეს ყოველდღიური პროცესები და შეიქმნას მომხმარებელზე მორგებული ციფრული სერვისები.
შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნება ჯავშნების გაციფრულების პროცესის მნიშვნელობა, პრაქტიკული მაგალითები და ის ხედვები, რომლებიც სტარტაპული იდეების წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია.
შეხვედრა ჩატარდება ინტერაქტიულ ფორმატში, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ სტუმარს დაუსვან კითხვები, მიიღონ ამომწურავი პასუხები და პრაქტიკული რჩევები.
შეხვედრა ჩატარდება 10 ივნისს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.