პროექტის შესახებ

 

 ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (E-PSY)

 

აღნიშული სტრუქტურული პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის ჩამოყალიბება და გადაწყვეტილების მიმღები პირების (საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლების)  ოფიციალური დოკუმენტების განვითარება, რათა მოხდეს ცნობიერების ამაღლება მენტალური ჯანმრთელობის შესახებ და ყურადღება გამახვილდეს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის მნიშვნელობაზე.

 

პროექტის ზოგადი მისიაა სტუდენტთა მომსახურებების გაუმჯობესება საქართველოს ყველა რეგიონში.

 

კონკრეტული მიზნებია:

 

  • ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ჩამოყალიბება სტუდენტებისათვის
  • ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრში მუშაობისათვის თანამშრომელთა შესაბამისი მომზადება და გადატრენინგება
  • დეტალური რეკომენდაციებისა და საკანონმდებლო დოკუმენტაციის შემუშავება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსა და სამთავრობო უწყებებისათვის
  • სტუდენტებისა და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მენტალური ჯანმრთელობის შესახებ
  • უნივერსიტეტთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრების ასოციაციების შექმნა

 

საგრანტო ხელშეკრულების ნომერი - 617980-EPP-1-2020-1-GE-EPPKA2-CBHE-SP