პროექტის შესახებ

 

 

                                            

 

 მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში 

 

პროექტი „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ Erasmus + ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების (CBHE) 2020 გამარჯვებულია. აღნიშნული პროეტის მიზანია უნივერსიტეტების მესამე მისიის ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში ქართული უნივერსიტეტები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნიან მეთოდოლოგიას და გზამკვლევებს მესამე მისიის დაგეგმვის, დანერგვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ და შეიმუშევებენ მესამე მისიის სტრატეგიას. 

 

  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კი განაახლებენ ხარისხის უზრუნვეყოფის სისტემას და მეტად მოახდენენ მესამე მისიის აქტივობების შეფასების ინტეგრირებას ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებში.

 

უნივერსიტეტების მესამე მისიის გაძლიერების შესახებ პროექტი ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას უნივერსიტეტების მესამე მისიის შესახებ, გაზრდის საუნივერსიტეტო საზოგადოების შესაძლებლობას სწორად დაგეგმოს მესამე მისიის აქტივობები და მოახდინოს მათი შედეგების შეფასება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტის კონსორციუმის თითოეულ წევრ უნივერსიტეტში მოხდება მესამე მისიის სტრატეგიული გეგმის შემუშავება და მესამე მისიის თითო პროექტის პილოტირება. აღნიშნული უზრუნველყოფს მესამე მისიის ინსიტუტუციურ დონეზე დანერგვას და განვითარებას.