CSG-ის შესარჩევი კონკურსი პრაქტიკებისთვის

24 ოქტომბერი 2018

„ერაზმუს +“-ის პროექტის „მშვიდობის კვლევების კურიკულუმის განვითარება საქართველოში” (PESTUGE) ფარგლებში, ცხადდება სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი 2018 წლის შემოდგომის სემესტრში პრაქტიკის გავლის მიზნით საქართველოს ორ უწყებაში:

 

  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
  • ა(ა)იპ „საქართველოს რეფორმების ასოციაცია”

 

ვის შეუძლია მიიღოს კონკურსში მონაწილეობა?

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის (CSG) ბაკალავრიატის (III-IV კურსი) და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებსაც წარმატებით გავლილი აქვთ მინიმუმ ერთი საგანი მშვიდობის კვლევების მიმართულებით (ეს საგნებია: საერთაშორისო კონფლიქტები და მშვიდობა; მშვიდობის თეორიები; შესავალი მშვიდობის კვლევებში; საერთაშორისო უსაფრთხოების საფუძვლები, კონფლიქტი აფხაზეთში).

 

პრაქტიკის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ თვეს. მონაწილეებს გადაეცემათ პრაქტიკის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი.

 

პრაქტიკა მოგცემთ საშუალებას განივითაროთ თქვენი პროფესიული უნარ-ჩვევები, დაამყაროთ პროფესიული კავშირები იმ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო უწყებებთან,  რომლებიც მუშაობენ კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა ასპექტებზე და გაეცნოთ მათი მუშაობის სპეციფიკას.

 

პრაქტიკის გავლის პერიოდია 2018 წლის ნოემბერ/დეკემბერი

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონული ფოსტის მისამართზე 2018 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:

 

  1. ერთგვერდიანი სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე - რატომ გსურთ პრაქტიკის გავლა და ზემოთ ჩამოთვლილ რომელ უწყებაში/ორგანიზაციაში გსურთ პრაქტიკა (დაალაგეთ პრიორიტეტის მიხედვით)
  2. კანდიდატები შერჩეული იქნებიან მშვიდობის მოდულის საგნებში მათი მოსწრების, სამოტივაციო წერილისა და ზოგადი აკადემიური მოსწრების საფუძველზე. 
  3. შერჩეული კანდიდატები გაივლიან პრაქტიკის წინა ორიენტაციას სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანთან, მშვიდობის კვლევების ინსტიტუტის ხელძღვანელთან.

 

ელექტრონული ფოსტის მისამართი: CSG@cu.edu.ge

 

ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთPESTUGE-ის პრაქტიკა“!