კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2018-2019 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის.
ინფორმაცია პროგრამების, ვაკანტური ადგილებისა და ფასების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე და ელექტრონულ პორტალზე: students.eqe.ge
ელექტრონულ პორტალზე (students.eqe.ge) რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია 22 აგვისტოს 12:00 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე.
მობილობის წესებისა და პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: (+995 32) 2 37 77 77
ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის კავკასიის უნივერსიტეტში გამოცხადების და საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებია 31 აგვისტო - 1,3,4 სექტემბერი.
საჭირო დოკუმენტაცია:
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა ბრძანების სათანადოდ დამოწმებული ასლები
- ნიშნების ფურცელი
- პირადობის ასლი
- ატესტატის ასლი
- სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის)
- ორი ფოტოსურათი 3/4 (+ ელექტრონული ვერსია ჩაწერილი CD-ზე)
- ცნობა სახელმწიფო გრანტის მინიჭების შესახებ, რომელიც უნდა აიღოთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ფანჯიკიძის #1ა (ყოფილი ბუდაპეშტი), ტელ.: 032 2 220 220, ელ. ფოსტა: info@emis.ge