Erasmus + გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის 2020 წლის გაზაფხულის სემესტრში

30 ნოემბერი 2019

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას. მობილობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ 2020 წლის გაზაფხულის სემესტრში.

 

Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

 

პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, პერსონალის მობილობა არის ერთკვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, თუმცა  უნივერსიტეტმა შეიძლება შემოგვთავაზოს გაზრდილი მობილობის დღეები) და მოიცავს სავალდებულო 8 სალექციო საათს.

 

განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ:

 

  • სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (ბრძანება/გრძელვადიანი კონტრაქტი), რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება ან;
  • კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება.

 

2020 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებსა და აკადემიურ მიმართულებებზე:

 

  • ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლიეტუვა (Vilniaus Kolegija/ University of Applied Sciences, Lithuania) – Business Management; Business Economics
  • კაუნას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლიეტუვა (Kauno Kolegija/University of Applied Sciences, Lithuania)- Communication and Information Science; Public Relations; International Relations (European Studies Area); Tourism and Hotel Management; Law; International Business; Informatics
  • ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ესპანეთი (Polytechnical University of Valencia, Spain)- Informatics; Architecture, Business Administration and Management
  • პოლიტიკური მეცნიერებებისა და საჯარო მმართველობის ეროვნული უნივერსიტეტი, რუმინეთი (National University of Political Studies and Public Administration, Romania) – Public Administration, Political Sciences, Management and Administration, Communication and Public Relations, International Relations and European Integration
  • კაუნას ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ლიეტუვა (Kaunas University of Technology, Lithuania)- Business and Administration
  • რიგის უმაღლესი სამართლის სკოლა, ლატვია (Riga Graduate School of Law, Latvia)- Law and Business, Law and Diplomacy
  • ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტი, უნგრეთი (Budapest Metropolitan University, Hungary)- Business, Communication, International Relations, Tourism
  • ზაარლენდის უნივერსიტეტი, გერმანია (Saarland University, Germany)- Law
  • ფრედერიკის უნივერსიტეტი, კვიპროსი (Frederick University, Cyprus)- Business Administration
  • პავისლანსკის კოლეჯი კვიძინში, პოლონეთი (Powislanski College in Kwidzyn, Poland) – Economics, Business and Administration

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა  შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე: 

 

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი; 
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1);
  • EUROPASS CV;
  • ესე, რომელიც უნდა ასახავდეს: კავკასიის უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილებას; ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელშიც აპლიკანტს მონაწილეობა მიუღია კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ან როგორც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელს;  
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან.

 

არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:

 

  • იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი

 

კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2019 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge .

 

კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს შერჩეული  უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს  განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.

 

შერჩევის პროცედურა

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება;
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • აკადემიური პერსონალის საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ; 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროქტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.

 

გისურვებთ წარმატებას!