მომავალი კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი 2019

30 მარტი 2019

30 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში  სამეცნიერო-პრაქტიკული კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება, სადაც მომხსენებლებთა შორის კიბერუსაფრთხოების წამყვან ექსპერტებთან და კრიპტოგრაფებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სკოლის მოსწავლეებიც.

 

კონფერენციის დელეგატები წარადგენენ მოხსენებებს კიბერუსაფრთხოებასა და პოსტ-კვანტურ კრიპტოგრაფიაში არსებულ აქტუალურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. კონფერენცია ორგანიზებულია კავკასიის უნივერსიტეტის და სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) მიერ.

 

ღონისძიების ფარგლებში წარდგენილი თემები გამოქვეყნდება თეზისების კრებულში, ხოლი სრული სტატიები – სამეცნიერო-პრაქტიული კიბერუსაფრთხოების ჟურნალში (SPCSJ).

 

სკოლის მოსწავლეები – ავტორები აგზავნიან ანოტაციას – მაქსიმუმ 1 გვერდს. მიღების შემდეგ, მოსწავლეებმა უნდა გააკეთონ პრეზენტაცია კონფერენციაზე. პრეზენტაციის დრო შეადგენს 10 – 15 წუთს. კონფერენციის მსვლელობისას ქართული კიბერ უსაფრთხოების ექსპერტები გააკეთებენ პლენარულ მოხსენებებს.

 

  • სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური.
  • ანოტაციის გაგზავნის ბოლო ვადა: 20 მარტი

 

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია

 

მონაწილეობა უფასოა!

 

კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს,  გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები.

 

იხილეთ კონფერენციის პროგრამა