გასტრონომიული ტრენინგი კრეატიულობასა და სერვირებაში მოქმედი მზარეულებისთვის - USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში

23 ივნისი 2022

 

 

კავკასიის უნივერიტეტი, USAID-ის პროგრამასთან - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტისთვის "გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ აცხადებს მიღებას გასტრონომიულ ტრენინგზე მოქმედი სუ-შეფისთვის, შეფ დე პარდიესთვის და დემი შეფისთვის. აღნიშნული ტრენინგი ტარდება გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით, რომელსაც ბასკეთის კულინარიული ცენტრის შეფ-მზარეულები ჩაატარებენ.

 

ტრენინგის თემა: კრეატიულობა და სერვირება.

 

მონაწილეები ტრენინგის ფარგლებში გაეცნობიან კრეატიულობის მთავარ ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება რესტორნებსა და ზოგადად კვების ბიზნესში კერძების ვიზუალური მხარის გაუმჯობესებისთვის.

 

ტრენინგზე დაშვების წინაპირობები:

 

  • სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • ფრანგული კულინარიის საბაზისო დონეზე ცოდნა
  • სამზარეულოს მართვის გამოცდილება

 

ვადები:

10-დან 14 ივლისის ჩათვლით, 09:00-13:00 საათი.    

 

ადგილი:

ტრენინგი ჩატარდება თბილისში, სპეციალურად შერჩეულ სივრცეში.

 

საფასური:

მონაწილეები ტრენინგის საფასურს არ გადაიხდიან.

 

 

მონაწილეები შეირჩევიან შევსებული აპლიკაციის, შემდგომ კი მიმღებ კომისიასთან გასაუბრების საფუძველზე.  

 

ინტერვიუს თარიღი:  7-8 ივლისი

 

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა - 8 ადამიანი.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 6 ივლისამდე. (რეგისტრაცია დასრულებულია)

 

დაგიკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. 

 

ტრენინგის ბოლოს შეირჩევა ორი შეფი-ტრენერი, რომელიც შემდგომში ფართო აუდიტორიისთვის ჩაატარებს ანალოგიურ ტრენინგებს აღნიშნული პროექტის ფარგლებში.

 

დეტალური ინფორმაცია ტრენინგის შესახებ იხილეთ ბმულზე. 

 

საკონტაქტო პირი:      

                                

ნინო ჩხაბერიძე

 

ელ.ფოსტა: nchkhaberidze@cu.edu.ge