LACOAJ

Lacoaj არის ტანსაცმლის ბრენდი, რომლის იდეაც არის ადამიანებს მისცეს საშუალება, გამოხატონ აზრი ხელოვნების და ტანსაცმლის მეშვეობით.

 

სტარტაპის პირველ პროტოტიპად შეირჩა მაისურები, თემატიკად ოკუპირებული რეგიონები. სტარტაპმა ბაზარზე შემოიტანა სრულიად ახალი დამოკიდებულება, ნეგატიურის ნაცვლად, პოზიტიური მესიჯების გამოყენება აფხაზეთთან დაკავშირებით. ეს მიდგომა მალევე გახდა სტარტაპის პოპულარობისა და წარმატების მიზეზი.

 

სხვადასხვა გამოფენაზე, 1 000 მაისური გაიყიდა ერთ თვეში. ასევე, შეიქმნა ონლაინ გაყიდვების პლატფორმა. საქართველოს ბაზრის ასათვისებლად მიმდინარეობს მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და ტესტირება. ასორტიმენტის გაფართოების მიზნით, კომპანიამ დაიქირავა სამი დიზაინერი და ხელშეკრულება დაიდო ბაზარზე არსებულ ერთ-ერთ საუკეთესო სამკერვალოსთან, რაც პროდუქტის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

                                                                                                       

     Lacoaj.ge