კორვინუსის უნივერსიტეტის კვლევითი სტიპენდია

24 ნოემბერი 2022

გაცნობებთ რომ,კორვინუსის უნივერსიტეტის, უნგრეთი (Corvinus University of Budapest, Hungary) მოწინავე კვლევების ინსტიტუტი (Corvinus Institute for Advanced Studies, CIAS) იწყებს განაცხადების მიღებას სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად 2023/24 სასწავლო წლისთვის.

 

შემოთავაზებული პროგრამის ხანგრძლივობაა ერთი ან ორი სემესტრი (5-10 თვე). CIAS უზრუნველყოფს კვლევით სტიპენდიებს შემდეგ საგრანტო კატეგორიებში:

 

• მოწვეული მკვლევარი;

• უფროსი მკვლევარი;

• უმცროსი მკვლევარი;

• არარეზიდენტი მკვლევარი. სამეცნიერო სტიპენდიების მიღების კრიტერიუმებია:

• დოქტორის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული პროფესიული გამოცდილება;

• საერთაშორისოდ აღიარებულ ჟურნალებში გამოქვეყნებული ნაშრომები;

• უნგრეთში კვლევისა და/ან ლექციების ჩასატარებლად შესაბამისი დონის ინგლისური ენის ცოდნა

• შემოთავაზებული საქმიანობის (კვლევის, ლექციების ჩატარება) დეტალური აღწერა;

• ბუდაპეშტში ყოფნის შესაძლებლობა საგრანტო პერიოდის განმავლობაში; (არარეზიდენტი სტიპენდიანტების გარდა).

 

შემოთავაზებული სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება სამეცნიერო ხარისხის მიხედვით და მოიცავს:

 

• სტიპენდიას;

• ცხოვრების ხარჯებს;

• მგზავრობის ღირებულებას;

• დაზღვევას;

• ოჯახის დახმარებას (მეუღლე და ბავშვ(ები));

 

სტიპენდიაზე განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადაა: 2023 წლის 15 თებერვალი, დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია ბმულზე.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ პროგრამის ოფიციალურ ვებ-გვერდს.

 

გისურვებთ წარმატებას!