გაჯაჰ მადას უნივერსიტეტი, ინდონეზია - Global Summer Week 2023

1 დეკემბერი 2022

გაცნობებთ, რომ გაჯაჰ მადას უნივერსიტეტის,  ინდონეზია (Universitas Gadjah Mada, Indonesia) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (FEB) აცხადებს მიღებას 2 კვირიან საზაფხულო პროგრამაზე (Global Summer Week 2023). პროგრამა ჩატარდება იოგიაკარტაში, ინდონეზიაში 2023 წლის ივლისში. საზაფხულო პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტის აღიარება.

 

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭირო მოთხოვნებია:

 

  • მინიმალურიGPA 00
  • სამოტივაციო წერილი (1-2 გვერდი)
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (თუ შესაძლებელია)

 

განაცხადების მიღება დაიწყება 2022 წლის დეკემბერში.



პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება  სტიპენდია (პროგრამის საფასურის ფასდაკლება 25%-მდე).

 

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს, ან მიმართოთ გაჯაჰ მადას უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: iweek.feb@ugm.ac.id

 

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ კრედიტების აღიარება მოხდება იმ შემთხვევაში თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის.  პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში,  გთხოვთ, შესაბამისობის საკითხი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლისის ადმინისტრაციასთან.

 

გისურვებთ წარმატებას!