ძვირფასო საერთაშორისო სტუდენტებო, მოხარულები ვართ, რომ სწავლის გაგრძელება საქართველოში, კონკრეტულად კი კავკასიის უნივერსიტეტში გადაწყვიტეთ.
ვინაიდან, ამით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა:
- განათლება მიიღოთ კავკასიის რეგიონის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში;
- გამოსცადოთ სხვადასხვა სასწავლო გარემო და სწავლების მეთოდები;
- ჩაერთოთ მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებაში;
- გაეცნოთ ქართულ კულტურას
საერთაშორისო ურთიერთობისა და პროექტების დეპარტამენტი მზადაა დაგეხმაროთ ჩარიცხვის პროცედურის გავლაში. კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტორნულ მისამართზე ir@cu.edu.ge.