წარმატების ისტორია

    ანჩა გაიე

    კავკასიის უნივერსიტეტი

მე ვარ ანჩა გაიე გამბიიდან, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი. მსურს გავიგო და ვისწავლო საუკეთესო სტრატეგიული ინსტრუმენტები და ტექნიკა ბიზნესისა და ადმინისტრაციის სფეროში. ჩემი სასწავლო მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ბიზნესის მოდელირება, საინფორმაციო ტექნოლოგიები, გადაწყვეტილების მიღების სტრატეგიები და გლობალური პორტფელის მენეჯმენტი, განსაკუთრებული აქცენტი კი რეალური პრობლემების ანალიზზე კეთდება.

პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა მაქვს დავეუფლო როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს. აქტივობები იმართება სტუდენტების ინტენსიური და მუდმივი მონაწილეობის სტიმულირებისთვის.

მე საშუალება მაქვს ვისწავლო იმდენი სააპლიკაციო პროგრამა, რამდენიც მსურს. კურსის აგებულება, ყველას გვიბიძგებს დაეუფლოთ ეფექტური ბიზნეს კომუნიკაციისა და კორესპონდენციის განხორციელებას. ამაზე უკეთესი ვერაფერი იქნება, რადგან ეს სტუდენტებს თავს განსხვავებულად აგრძნობინებს.

საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესში ასევე გამორჩეულია ის, რომსავალდებულოა წერითი პროექტის წარდგენა ყველა კურსზე, ეს კი მაძლევს საშუალებას მივიღო საუკეთესო გამოცდილება, სანამ დისერტაციის წერის ეტაპამდე მივალ.

 


ჰადის საფარი 

კავკასიის უნივერსიტეტი

 

დაგეგმარება სისხლში მაქვს, ყოველთვის წინასწარ ვგეგმავდი ჩემი ცხოვრების კვირებს, თვეებს ან ზოგჯერ წლებსაც კი, სანამ რეალურად გავაკეთებდი რაიმეს. თუმცა ცხოვრებამ დამანახა, რომ ,.მაშინ ცხოვრობ, როდესაც არ გეგმავ ’’. კავკასიის უნივერსიტეტში მოსვლა ამის ერთ-ერთი მაგალითია. გასულ  თებერვალში ვიყავი ბიზნესის სკოლის მე-4 სემესტრის სტუდენტი, თეირანის უნივერსიტეტში და ვსწავლობდი გერმანულს,  გერმანიაში მაგისტრატურაზე ჩაბარებას ვგეგმავდი. ჩვეულებრივ, ხუთშაბათ ღამეს, როდესაც ვამოწმებდი ჩემს ელექტრონულ ფოსტას, მივიღე სტიპენდიის შემოთავაზება თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტში  სასწავლებლად. შემოთავაზებას მალე დავთანხმდი , ამ გადაწყვეტილებამ კი ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა, ერთ კვირაში მე მზად ვიყავი ჩემი მოგზაურობის დასაწყებად, ასეთი გეგმები არასდროს მქონია! თითქმის 4 თვე გავიდა და მე ვარ CU-ს სტუდენტი. ჩემში ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ, მაგრამ მთავარია ვისწავლე, რომ "ცხოვრება ხდება მაშინ, როდესაც შენ სხვა გეგმებს აწყობ".