სასარგებლო ინფორმაცია

Welcome 

 

 

გიზიარებთ ინფრომაციას, რაც ვფიქრობთ, გამოგადგებათ საქართველოში ცხოვრებისა და სწავლისთვის.

 

ფაქტები საქართველოს შესახებ:

 

დედაქალაქი - თბილისი

მთავრობა - საპარლამენტო რესპუბლიკა

ვალუტა - ქართული ლარი (GEL)

ფართობი - 69,700 კმ²

მოსახლეობა - 4,677,401

ოფიციალური ენა - ქართული

რელიგია - მართლმადიდებლური 83.9%, კათოლიკური 1.2%, მუსლიმი 9,9%, სხვა 0.8%, არცერთი 0.7%.

სატელეფონო კოდი - +995

სასაათო სარტყელი  - UTC +4

 

საქართველო მდებარეობს სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე, სადაც ევროპა ხვდება აზიას. საქართველოს აქვს უნიკალური და უძველესი კულტურული მემკვიდრეობა და ცნობილია სტუმართმოყვარეობითა და გასტრონომიული ტრადიციებით. საქართველო წარმოადგენს პეიზაჟებისა და კლიმატების ღირსშესანიშნავ ნაზავს, მაღალმთიანი მწვერვალებიდან დაწყებული, მევენახეობის ხეობებსა და შავი ზღვის აყვავებული კურორტებით დამთავრებული. საქართველო არის განვითარებადი, მაგრამ სწრაფად გაუმჯობესებადი ქვეყანა, როგორც დანაშაულის, ასევე კორუფციის ძალიან დაბალი დონით. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, არის თბილისი. თბილისი ცნობილია თავისი ძველი ქალაქის მრავალფეროვანი არქიტექტურითა და ლაბირინთის მსგავსი ქვაფენილი ქუჩებით.

 

საერთაშორისო სტუდენტთა სახელმძღვანელო.