საინფორმაციო შეხვედრები კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების მიმდინარე კონკურსების შესახებ

22 მარტი 2021

10 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მიმდინარე კონკურსების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გამართა.


შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისთვის კონკურსის პირობების გაცნობა და სააპლიკაციო პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.


შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით და გაეგოთ მეტი პროგრამული თუ ადმინისტრაციული პროცედურების შესახებ. ასევე მიეღოთ რეკომენდაციები განაცხადის წარდგენისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით.


ერაზმუს+ ის გაცვლითი პროგრამებისთვის განაცხადების მიღება დასრულდება 31 მარტს, 2021, ხოლო საერთაშორისო გაცვლითი პროგრამისთვის, 25 მარტს, 2021.


მიმდინარე კონკურსები სტუდენტებისთვის 2021 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობების დაგეგმვას ითვალისწინებს.