Erasmus+ მობილობა ალკალას უნივერსიტეტში, ესპანეთი

17 ივლისი 2021

 

5-9 ივლისს, Erasmus+ ის ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში, ალკალას უნივერსიტეტმა, ესპანეთი (University of Alcala, Spain), კავკასიის ბიზნესის სკოლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციულ დირექტორს, თათია მაისურაძეს, უმასპინძლა.

 

მობილობის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ალკალას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანს უნივერსიტეტების მიღწევების გაცნობა წარმოადგენდა, კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა კი პრეზენტაციის სახით მოკლედ მიმოიხილეს გასული წლის საქმიანობა. გარდა ამისა, მობილობის უმთავრეს მიზანს, უნივერსიტეტებს შორის ერაზმუსის პროგრამის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი პროგრამების გაცნობა წარმოადგენდა.

 

ალკალას უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული პარტნიორია ესპანეთში. არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, მობილობით არაერთმა სტუდენტმა, ლექტორმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა ისარგებლა.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ერაზმუსის ახალი 2020 წლის პროექტის ფარგლებში, ალკალას უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რაც დამატებით ახალი მობილობების იმპლემენტაციის შესაძლებლობას იძლევა.