კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

28 სექტემბერი 2019

23-27 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, ერაზმუს+ ის ადმინისტრაციული მობილობის ფარგლებში, კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ლიეტუვა, კაუნასი(Kaunas University of Technology, Lithuania, Kaunas) წარმომადგენლებს, ლაიმე პილესკიენესა (Laima Pileckiene)და რასა მონკევიჩიენეს (Rasa Monkeviciene) უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა საორგანიზაციო დეპარტამენტის დირექტორთან, სვეტლანა ქევხიშვილთან. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ერთმანეთს დეპარტამენტის სტრუქტურული და ფუნქციონალური საკითხები გაუზიარეს, აგრეთვე ამ მიმართულებით არსებულ  ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებზე გაამახვილეს ყურადღება.

 

მობილობის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა  კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, რომლის მსვლელობისას მხარეებმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს, ასევე გამოთქვეს ინტერესი ერთობლივი პროექტებისა და კონფერენციების განხორციელებაზე.

 

გასათვალიწინებელია, რომ კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ერაზმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის (International Credit Mobility – ICM) პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორია. თანამშრომლობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობას.