ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება ბრანდენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან

15 მარტი 2021

10 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტმა ბრანდენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (Technische Hochschule Brandenburg, University of Applied Sciences) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

შეთანხმების მიზანია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლა, ასევე ერთობლივი პროექტებისა და მოკლევადიანი პროგრამების განხორციელება.

თანამშრომლობა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებს საშუალებას მისცემს, სასწავლო სემესტრი/წელი გერმანიის უნივერსიტეტში გაატარონ, რომელიც გამოირჩევა საერთაშორისო სტანდარტებით, კვლევითი პოტენციალითა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებული მიდგომებით.