ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი აბიტურიენტებისთვის

26 ოქტომბერი 2021

6,  13 ნოემბერს, 10:00 საათზე,  კავკასიის უნივერსიტეტის იმიტირებულ სასამართლო დარბაზში, აბიტურიენტებისთვის ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი გაიმართება.

 

6 ნოემბერს განსახილველი საკითხები:

 

შესავალი, სიტყვის წარმოთქმის ტექნიკა

პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის სტრატეგია და მიზანი

დასკვნითი სიტყვის მნიშვნელობა

ქეისის განხილვა და როლების განაწილება

იმიტირებული პროცესისთვის ბრალდებისა და დაცვის მხარის მომზადება

13 ნოემბერი:

 

ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი.

 

პროცესს გაუძღვება, შოთა ტყეშელაშვილი, თბილისის პროკურორის მოადგილე.

 

მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

 

მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია.