მობილობა 2021-2022 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისათვის.

20 იანვარი 2022



კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2021-2022 სასწ. წლის გაზაფხულის   სემესტრისათვის.

პროგრამების, ვაკანტური ადგილებისა და ფასების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ აქ და ელექტრონულ პორტალზე: students.emis.ge

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია 2022 წლის 28 იანვრის 12:00 საათიდან - 8 თებერვლის 18:00 საათამდე

ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა - 11 თებერვალი

მობილობის წესებისა და პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 2377777, იხ. კავკასიის უნივერსიტეტის ვებ-გვერდი ან იხ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდი.

 

ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის კავკასიის უნივერსიტეტში გამოცხადების და საჭირო საბუთების წარმოდგენის, უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარების, აღიარებული    კრედიტების    გაცნობის    და    წერილობითი განცხადებით დადასტურების ვადებია – 11-16 თებერვალი. მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 18 თებერვალი

 

 

საჭირო საბუთებია:  

  1. განცხადება
  2. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  3. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;
  4. სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
  5. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  6. წინა საგანმანათლებლო საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიული ასლი (ბაკალავრიატზე მობილობის შემთხვევაში - ატესტატის ნოტარიული ასლი ან დედანი, მაგისტრატურაზე მობილობის შემთხვევაში - ბაკალავრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი, დოქტორანტურაზე მობილობის შემთხვევაში - მაგისტრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი);
  7. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  8. ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;